
უკრაინის გენერალური შტაბის დილის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 57 შეტაკება მოხდა. მტერმა 5 სარაკეტო და 60 საჰაერო დარტყმა მიაყენა როგორც ჯარის პოზიციებს, ასევე სამოქალაქო ობიექტებს. რუსული ტერაქტების შედეგად, დაიღუპა და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
როგორც მოხსენებიდან ირკვევა, რუსმა სამხედროებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად განახორციელეს თავდასხმა კუპიანსკის რაიონზე. გარდა ამისა, მათ განაგრძეს შეტევა და კონტრშეტევა ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე, დონეცკის მახლობლად მდებარე ავდეევკასა და მარინკას რაიონებზე, ასევე სამხრეთის ფრონტზე.
გენშტაბის განცხადებით, მტრის ყველა შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან, გასული 24 საათის განმავლობაში 13 დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ადგილებზე.
უკრაინის სარაკეტო ძალების ნაწილებმა დააზიანა სამეთაურო პუნქტი, პერსონალის კონცენტრაციის 3 უბანი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა, 10 საარტილერიო და მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავი.
ცნობისთვის, დღეს უკრაინაში რუსული აგრესიის და ომის დაწყების 589-ე დღეა.
იხილეთ ასევე: