პარლამენტის წევრებისთვის გამოყოფილ საბრიფინგე ადგილას ატარებენ ბრიფინგებს - პაპუაშვილმა ახალი რეგულაცია განმარტა

გამოქვეყნდა:

"ეს ეხება აპარატის თანამშრომლების მიერ, დეპუტატებისთვის გამოყოფილ  საბრიფინგე ადგილიდან ჟურნალისტებთან კომუნიკაციას და კერძოდ რატომ - პოლიტიკური პარტიების, თუ ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების აპარატებში ხშირ შემთხვევაში გაფორმებულები არიან, თუ მუშაობენ, პარტიის წევრები, ლიდერები ზოგ შემთხვევაში, რომლებიც არიან აპარატის თანამშრომლები და მათ ეხებათ ეს საკითხი, რომლებიც შემდეგ გამოდიან საბრიფინგე ადგილას, სადაც პარლამენტის წევრებისთვის არის გამოყოფილი  პარლამენტის სიმბოლიკით და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკით და ატარებენ ბრიფინგებს. მათ არაერთხელ მიეცათ მითითება, შენიშვნა, ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან, რომ ეს არის ადგილი დეპუტატებისთვის, რომ ჩაატარონ ბრიფინგები და არა ზოგადად პარტიის ვიღაც წევრებისთვის. სამწუხაროდ მათ აპარატის თანამშრომლების მიმართ აქვთ აგდებული დამოკიდებულება, არამხოლოდ ამ მიმართებით და ორ თანამშრომელთან დაკავშირებით მიდის დისციპლინური წარმოება იმიტომ, რომ ძალადობაში იყვნენ ჩართული პარლამენტში რამდენიმე დღის წინ. ვგულისხმობ რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფის აპარატის თანამშრომლებს. 

ეს რეგულაცია ეხება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და აქ იგულისხმებიან ის ხალხი, რომლებიც თქვენი პარტიების ლიდერები არიან და გაფორმებული არიან და ხელფასს იღებენ პარლამენტის ბიუჯეტიდან რომ მათ ბრიფინგები ატარონ არა იქ,  სადაც პარლამენტის წევრები დგებიან, არამედ თუ მაინცდამაინც უნდათ კომუნიკაცია, ნებისმიერ ადგილას პარლამენტში. "

შალვა პაპუაშვილმა მის მიერ ხელმოწერილი ახალი რეგულაცია განმარტა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი