ქობულეთში მოკლული 19 წლის გიორგი ალხანიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო

გამოქვეყნდა:

ლეღვაში მოკლული გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე ჩანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო. მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის, ლუკა ჯიბლაძის სხდომაზე გამოუცხადებლობა იყო. ადვოკატმა სხდომის გადადება მოითხოვა და განმარტა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა და მასთან არ ჰქონდა შეთანხმებული პოზიცია, უნდა გაგრძელებულიყო თუ არა საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე.

სასამართლოს დღეს მოკლულის დედა უნდა დაეკითხა და პროკურატურის მიერ მოპოვებული აუდიოფაილები გამოეკვლია. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულია სამი პირი. ორ მათგანს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუყობინებლობას, ერთს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ალექსანდრე ბაჟუაიშვილის დიდი ბრიტანეთიდან ექსტრადირება საქართველოში.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი