პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ - ლევან იოსელიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარდგეს. 

ცნობილია, რომ დოკუმენტი ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერაა მომზადებული. ის პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2022 წელს, ომბუდსმენის აპარატში 5 277 განცხადება შევიდა, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად ცხელ ხაზზე 12 104 ზარი დაფიქსირდა. სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციით მიმართა.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მოამზადა: 24 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ორგანოებს წარედგინა; 21 საკონსტიტუციო სარჩელი; 20 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება; 1 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, 5 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაიგზავნა.

სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი