"ეს რუსეთის მხრიდან ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევაა... ძალიან შემაშფოთებელია" | ჰერჩინსკი ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

გამოქვეყნდა:

"ეს რუსეთის მხრიდან ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევაა... ძალიან შემაშფოთებელია", - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საუბრობს და ეხმაურება რუსეთის გეგმებს, გახსას კიდევ ერთი სამხედრო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში.

ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის მტკიცე და მკაფიო პოზიცია კიდევ ერთხელ: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი სამხედრო ბაზის გახსნას, არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს არის იმ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევა რუსეთის მხრიდან, რომელიც 2008 წელს იქნა მიღწეული ევროკავშირის შუამავლობით და ნათელია, რომ მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან შემაშფოთებელია, - ამბობს ჰერჩინსკი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი