"რუსეთი შავ ზღვაში პოზიციებს იმყარებს, შეთანხმება რუსული ფლოტის ოჩამჩირეში განთავსებაზე უკვე ხელმოწერილია," - ამის შესახებ რუსეთის საპარლამენტო გაზეთი იუწყება. გამოცემა წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რაციონალურად მოქმედებს რუსეთთან მიმართებით, ამ გადაწყვეტილებას ხელს ვერაფრით შეუშლის.
გამოცემა ასევე განმარტავს, რომ შავ ზღვასა და კავკასიაში ახლა რუსეთი დომინანტი ხდება და ეს მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი საქართველოს საშუალებით "მეორე ფრონტის" გახსნას ცდილობს.
რუსულ საპარლამენტო გაზეთთან საუბარისას ერთ-ერთი რუსი ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენების გამყარების გზაზე ეს პირველი ნაბიჯია და მას სხვა გადაწყვეტილებებიც მოჰყვება.
ასევე ნახეთ: