"[ჰერჩინსკის] განცხადება უადგილოა... საქმე ეხება კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას" | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება და "უადგილოს" უწოდებს. პაპუაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და იმეორებს, რომ ევროკავშირმა "უსამართლო" გადაწყვეტილება მიიღო, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა.

"ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უადგილოა. ვინაიდან, საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას. და როცა ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, აქ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უზენაესი კანონი, ანუ კონსტიტუცია იგულისხმება.

პირიქით, როცა საუბარია ამ დროს პოლარიზაცია/დეპოლარიზაციის ჭრილში, პირიქით. პოლარიზაციას ახდენს, როდესაც ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი იჭრება და ითვისებს სხვა ორგანოს უფლებამოსილებებს. სწორედ ეს არის პოლარიზაცია და ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები პირიქით, ხელს უწყობს, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის რაღაცნაირად გაჯიუტდეს საკუთარ კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ გაღრმავდეს.

ჩვენ დავრწმუნდით ერთ რამეში, შარშან ივნისში, გადაწყვეტილება იყო უსამართლო. ლიდერი დააყენეს ბოლო ადგილზე და ამით, რა თქმა უნდა, ეს იყო არაევროპული მიდგომა. იმიტომ, რომ ლიდერი დაიჩაგრა და უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი," - თქვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი