ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის - ზურაბიშვილი ოჩამჩირეში, რუსულ ბაზაზე

გამოქვეყნდა:

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს - ნათქვამია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაში, ოჩამჩირეში რუსულ სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით, რომელზეც განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა გააკეთა და ამტკიცებს, რომ ამაზე კრემლთან "შეთანხმება" უკვე მიღწეულია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პროვოკაცია  საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია  საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება." აცხადებს პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი