მდინარაძის თქმით, კობახიძემ "იხუმრა", როცა თქვა, რომ კანონი პრეზიდენტთან გადაგზავნის გარეშე შევა ძალაში

გამოქვეყნდა:

მამუკა მდინარაძის თქმით, კობახიძის განცხადება, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონპროექტი პრეზიდენტს არ გადაეგზავნება და პირდაპირ შევა ძალაში, ხუმრობა იყო. მდინარაძის თქმით, ამ ყველაფრით "ლუსტრაცია მოხდა", რომ არც ოპოზიციამ და არც პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კონსტიტუცია არ იციან. მისივე თქმით, კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია:

 

"რასაც მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათ შორის, პროცესზე სამი დღის განმავლობაში, ერთი ანალოგიური განცხადება ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული და ჩამოიქცა სოციალური ქსელები, სერიოზული კომენტარები აკეთეს. ზუსტად ანალოგიური როგორც კი თქვა, ასეთი მარტივი მხილება მართლა შეუძლებელი მეგონა მე პირადად. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპუდენციაც, განსწავლულობაც, კვალიფიკაციაც, აღქმაც, ყველაფერი ხო ეჭვის ქვეშ დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია და რომ ნახეს რომ უკვე გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იგივეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავს მე იშვიათად მახსენდება. ერთი მარტივი ნახევარსაათიანი ხუმრობით ჩამოიშალა მთლიანად ოპოზიცია, პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია, მათი ნარატივი" ამბობს მდინარაძე.  

შეგახსენებთ, კობახიძის "ხუმრობა" სამთავრობო "იმედმა" გაავრცელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი