უმძიმესი ფემიციდის შემთხვევა - 14 წლის გოგო საკუთარმა ქმარმა, 30 წლის ალიმ ასლანოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დანაშაული საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ცოლ-ქმარი ნათესავის ქორწილში წასასვლელად ემზადებოდა და მკვლელობაც ამ დროს მოხდა.
მოკლული გოგონა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო. ის 2 თვეა რაც გაათხოვეს, თუმცა არასრულწლოვანი ქორწინების წინააღმდეგი იყო და მთელი ამ პერიოდის მანძილზე სახლიდან თავის დაღწევას ცდილობდა.
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი