ბაჩალიაშვილები შსს-ში - პროგრამისტის საქმეზე მეზობლები გამოიკითხებიან

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მეზობლები გამოიკითხებიან. ინფორმაცია დაღუპულის ოჯახის ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ გაავრცელა.

უწყებაში უფლებადამცველისა და ბაჩალიაშვილის მშობლების მისვლის მიზანი გამოძიებისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდება იყო. ოჯახის მტკიცებით, მათ სახლს უცნობი პირები უთვალთვალებდნენ.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სამართალდამცველების მხრიდან მშობლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც საუბრობს. მათ კითხვებს უჩენს ასევე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შვებულებაში გასვლაც.

ე.წ. გამომძიებელი, რომელსაც მწყემსთან ჰქონდა კონტაქტი, წავიდა შვებულებაში. ეს ადამიანი შვებულებაში წავიდა არა თავისი ნებით, არამედ ეტყობა ხელმძღვანელებმა გაუშვეს, - აღნიშნა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი