14 წლის გოგონას მკვლელობაში მხილებული კაცი ამ დრომდე არ დაუკავებიათ - ალიმ ასლანოვს პოლიცია ეძებს.
30 წლის კაცმა არასრულწლოვან აითაჯ შახმაროვას მაშინ ესროლა, როცა ისინი სოფელ ლამბალოში, ნათესავის ქორწილის სამზადისში იმყოფებოდნენ. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცხედარი გურჯაანის პროზექტურიდან საკუთარ სახლში გადაასვენეს.
მოკლული ბავშვი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. ადგილობრივების თქმით, ის 2 თვეა, რაც მოიტაცეს და იძულებით დააქორწინეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ოჯახიც, სკოლაც, განათლების რესურს ცენტრიც, თუმცა უკანონობაზე ხმა არავის ამოუღია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავტორი: ია გულიაშვილი
ამავე თემაზე ნახეთ: