თავდასხმა ისრაელზე - დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

გამოქვეყნდა:

The Times of israel-ის ცნობით, ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში საომარი მზადყოფნა და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ამ წუთებშიც ისმის.

ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიშები მიიტანეს. თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა" ასობით რაკეტა ისროლა.

საჰაერო განგაში ამ დრომდე ჩართულია თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. აშქელონში, გედროთსა და თელ-ავივში რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. მომხდარის გამო, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

ისრაელში მცხოვრები ქართველები "მთავარ არხს" დილიდან უკავშირდებიან და ცხელი წერტილში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აწვდიან. მათი დიდი ნაწილი თავშესაფრებში იმყოფება.

"დილის 7 საათიდან დაიწყო ინტენსიური, მასირებული შეტევა ყველა ქალაქზე, ფაქტობრივად. წუთი არ გადის, რომ არ მოდის შეტყობინება იმის შესახებ, თუ რომელ ქალაქშია დაბომბვა. არის პირდაპირი მოხვედრა, სამწუხაროდ აშქელონში. არის მსხვერპლი. გარდაიცვალა 70 წლამდე ქალბატონი და არიან დაჭრილები...ვიცით, რომ არიან შემოპარულები ტერორისტები, რომლებიც იარაღით გადაადგილდებიან ამ დასახლებაში. ეს არის ღაზას მიმდებარე ტერიტორია და რამდენადაც ცნობილია, ისინი მანქანებით შემოვიდნენ ისრაელის ტერიტორიაზე. ღაზას მიმდებარედ არის განკარგულება, რომ ყველა იყოს თავშესაფარში და არ გამოვიდნენ იქიდან. მაგრამ ცენტრში ქვეყნის, ყველა სახლს, ახალ სახლებში არის თვითონ ბინაში ეს დაცული ოთახები, ცოტა ძველ სახლებში არის 0 სართულზე. ამიტომ, ყველა მიდის, როგორც კი გაგაშის ხმა ირთვება, ყველა შერბის," - ამბობს ერთ-ერთი ქართველი.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი