"ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან" - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, უწყების თქმით, კონტაქტი გრძელდება.

"ისრაელში საქართველოს საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან...ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან", – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. მისმა მეთაურმა თავდასხმას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

The times of Israel-ის თანახმად, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22 და დაშავდა 300 მოქალაქე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი