"შეძრწუნებული ვარ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმებით" - მეცოლა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გმობს.

"შეძრწუნებული ვარ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმებით. ჩვენ ვგმობთ ტერორს და ძალადობას უდანაშაულო ადამიანების მიმართ. ჩემი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, რომელიც ცეცხლის ქვეშ იმყოფება და სასტიკი თავდასხმებისგან თავს იცავს. ტერორი ვერასოდეს გაიმარჯვებს”, - წერს მეცოლა.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისინი "ჰამასის" წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - ქვეყანაში სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, "ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით კი, დაიღუპა სულ მცირე 22 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი