საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელზე "ჰამასის" მიერ განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურაბიშვილი ისრაელს სოლიდარობას უცხადებს:

"ღრმად შეშფოთებული ვარ ისრაელში განვითარებული ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს," - 
 - წერს ზურაბიშვილი

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისინი "ჰამასის" წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - ქვეყანაში სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, "ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით კი, დაიღუპა სულ მცირე 22 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი