ვგმობთ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ცალსახად ვგმობთ "ჰამასის" ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს.

ენტონი ბლინკენი ისრაელის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს.

 "სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მთავრობას, ხალხს და ვუსამძიმრებთ ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა გამო" - წერს ბლინკენი

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი