ვინ არის პასუხისმგებელი 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე? - საზოგადოების გულგრილობის კიდევ ერთი მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ვინ არის პასუხისმგებელი 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე? მოზარდი ჯერ დააქორწინეს მისი ნების საწინააღმდეგოდ, გუშინ კი ის ქმარმა იარაღით მოკლა. იგი ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცველებს ჯერ არ დაუკავებიათ. გამოკითხვები პოლიციაში ისევ გრძელდება. უკვე გამოკითხეს მოკლული გოგოს მამა. ტრაგედია სოფელ ლამბალოში მოხდა. 30 წლის ალიმ ასლანოვმა არასრულწლოვან აითაჯ შახმაროვას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიყენებული ჭრილობებისგან 14 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა. მოზარდი დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. იგი 2 თვის წინ დააქორწინეს. სკოლაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. როგორც ამბობენ, სწავლის დაწყების შემდეგ მოზარდი გაკვეთილებს არ ესწრებოდა, როცა მიზეზი მოიკითხეს ოჯახმა ფაქტი დამალა. საქართველოს კანონმდებლობით 14 წლის მოზარდის დაქორწინება იკრძალება. ახლა ყველა ცდილობს პასუხისმგებლობა სხვას დააკისროს.

ავტორი: ია გულიაშვილი; ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი