"ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს...ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ" | ნეთანიაჰუ 

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ მიიღეს "ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია," რომლებიც მიზნად ისახავს "ჰამასისა" და "პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას."

"ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც ჰამასის თავდასხმამ გვაიძულა. პირველი ეტაპი ამ საათებში დამთავრდება, ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე," - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ისრაელის მიზანია, "ჰამასს" დააკარგვინოს უნარი და სურვილი, ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს.

"ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ," - თქვა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი