ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში 400-ზე მეტი შეიარაღებული პალესტინელი მოკლეს. მისივე თქმით, ათეულობით პირი ტყვედ აიყვანეს.
ისრაელის თავდაცვის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მათი სამხედროები ქვეყნის ყველა ქალაქში არიან მობილიზებულები.
"ამ საათისთვის სამხედროები კფარ აზაში იბრძვიან. ბევრ ქალაქში ჩხრეკა მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა ქალაქში არიან. არ არის ქალაქი, რომელშიც ისრაელის თავდაცვის ძალები არ იმყოფებიან", - განაცხადა ჰაგარიმ.
ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: