ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის 2 მოქალაქე და მათი ეგვიპტელი ტურისტული გიდი მოკლეს. ასევე, დაშავდა ერთი პირი.
როგორც BBC წერს, პოლიციელმა ქალაქში ისრაელი ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი ამჟამად დაკავებულია.