ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. მათ შორისაა ტერორისტებთან ბრძოლაში დაცემული ათობით ჯარისკაცი და პოლიციელი.
გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საავადმყოფოებში მყოფმა დაჭრილთა რაოდენობამ 2 048-ს მიაღწია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 330 ადამიანი.
ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.