სვანეთის საკარანტინო სივრცეებს მოქალაქეები მომავალი კვირიდან დატოვებენ

გამოქვეყნდა:

სვანეთის საკარანტინო სივრცეებს მოქალაქეები მომავალი კვირიდან, ტესტირების ჩატარების შემდეგ შეძლებენ. ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა დღევანდელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაავრცელა.

დღევანდელი მონაცემებით, 1600-მდე ადამიანი არის ორგანიზებულად გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში. მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მომდევნო კვირის დასაწყისიდან, ტესტირების შემდეგ ადამიანებს საკარანტინე სივრცის დატოვება შეუძლიათ, - განმარტა ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო, სვანეთში, 10 აგვისტოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი გამოცხადდა.  

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კი გადაწყდა, რომ დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, 21 აგვისტოდან სვანეთში მიმოსვლა აღდგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი