ახალ რუსულ კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდები სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მიმართავენ

გამოქვეყნდა:

"პრეზიდენტს ახალი წერილით მივმართავთ და ვთხოვთ, გამოიყენოს მაქსიმალური ვადა პარლამენტისთვის კანონთან დაკავშირებული შენიშვნების დაბრუნებისთვის", - ამის შესახებ ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია "ჯიუტი" სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ორგანიზაცია ახალ წერილს ამზადებს.

Როგორც მოგეხსენებათ,  6 ოქტომბერს, სამოქალაქო აქტივისტებმა მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გამოეყენებინა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და მიეღო გადაწყვეტილება შეკრების და მანიფესტაციების  შესახებ კანონისთვის ვეტოს დადებაზე.

ორშაბათს, 9 ოქტომბერს, 13:00 საათზე კვლავ მივალთ ორბელიანის სასახლესთან და პრეზიდენტს ახალი წერილით მივმართავთ, რომელშიც საჯაროდ ვთხოვთ, გამოიყენოს მაქსიმალური ვადა პარლამენტისთვის კანონთან დაკავშირებული შენიშვნების დაბრუნებისთვის.

გვადევნთ თვალ-ყური, - წერს მოძრაობა "ჯიუტი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი