ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დაიბრუნეს კონტროლი ღაზის საზღვართან ყველა თემზე

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის გარშემო ყველა თემზე კონტროლი აღდგენილია. თუმცა, ჰაგარო ამბობს, რომ დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.

სპიკერის განცხადებითვე, ისრაელის შიგნით არ მიმდინარეობს ბრძოლა ისრაელის თავდაცვის ძალებსა და "ჰამასს" შორის.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 2 200-ს აღემატება. ასევე, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 400-ზე მეტი პალესტინელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი