არ იქნება დენი, საკვები, საწვავი - ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ მან გასცა ღაზის სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დაიბრუნეს კონტროლი ღაზის საზღვართან ყველა თემზე. მიუხედავად ამისა, იქ შეიძლება ტერორისტები რჩებოდნენ.

"არ იქნება დენი, საკვები, საწვავი, ყველაფერი დაკეტილია", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ისრაელი აკონტროლებს ღაზის საჰაერო სივრცეს და მის სანაპირო ზოლს, და ზღუდავს, თუ ვის და რა საქონელს უშვებენ მისი საზღვრის გადაკვეთით.

სულ მცირე 493 ადამიანი დაიღუპა და 2,651 დაიჭრა ღაზაში მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო საჰაერო თავდასხმები შაბათს დილით, "ჰამასის" თავდასხმაზე საპასუხოდ, განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ.

ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი კი 2 200-ს აღემატება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი