პატრულ-ინსპექტორმა, თანმხლებ პირთან ერთად, მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა - საგამოძიებო

გამოქვეყნდა:

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე მხილებულია პატრულ-ინსპექტორი

გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა თანმხლებ პირთან ერთად, 2023 წლის 28 სექტემბერს, ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი