საქართველოს ხელისუფლება ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაციას ამ ეტაპზე არ გეგმას. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ სრულდება რეგულარული რეისები და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ამ გზით დატოვონ ქვეყანა.
"სრულდება რეგულარული რეისები, რითაც გამომგზავრების მსურველები სარგებლობენ. საელჩო ხაზზეა იქ მყოფ ქართველებთან და ყველა მათი საჭიროება დაცულია, იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა.
რაც შეეხება ფრენებთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, გთხოვთ იხელმძღვანელოთ ,,აირზენას” მიერ გავრცელებული განცხადებით", - აცხადებენ პრესსამსახურში.
"ჯორჯიან ეარვეისი" აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია თითქოს ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება თელ -ავივი-თბილისის მიმართულებით, 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა.
"უახლოეს რეისებზე ეკონომ კლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი", - წერია კომპანიის განცხადებაში.
იხილეთ ასევე: