ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში არსებული ვითარების განსახილველად შეიკრიბებიან

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში არსებული ვითარების განსახილველად შეიკრიბებიან. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, Twitter-ზე ავრცელებს:

"ხვალ ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად," - წერს ბორელი.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი 2 500-ს აჭარბებს. გარდა ამისა, სულ მცირე 493 ადამიანი დაიღუპა და 2,651 დაიჭრა ღაზაში მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო საჰაერო თავდასხმები შაბათს დილით, "ჰამასის" თავდასხმაზე საპასუხოდ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი