ისრაელში ამერიკის 9 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის უშიშროების საბჭო ავრცელებს.
''ამ დროისთვის, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ აშშ-ის 9 მოქალაქის სიკვდილი. ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და ყველა ადამიანს, ვინც დაზარლდა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის ახლო მონიტორინგს და კავშირზე ვართ ისრაელელ პარტნიორებთან, კერძოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.'' - ნათქვამია განცხადებაში
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.