ისრაელზე "ჰამასის" თავდახმის გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები შეხვედრას გეგმავენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა
''აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გაერთიანებულნი არიან და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს პროცესი რეგიონში ხანძრად იქცეს '' - აცხადებს შოლცი.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.