ძლიერი სარაკეტო სროლა ცენტრალურ, სამხრეთ ისრაელზე. 48 საათში 300 000 რეზერვისტი მობილიზდა. როგორც Time of Israel წერს, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ აკონტროლებს ყველა სასაზღვრო ქალაქს.
გარდა ამისა, ისრაელში "ჰამასის" თავდასხმების დაწყების შემდეგ, დაღუპულთა რიცხვი 900-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.