დღეს, 12:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მორიგი პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო სხდომა დღეს, 10 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. 

საქალაქო სასამართლოს ეზოში პროცესისი პარალელურად ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. 

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი