ისრაელის ლიბანზე თავდასხმისას ჰესბოლას სამი წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტერორისტული ორგანიზაცია ავრცელებს.
ჰესბოლამ წევრების გარდაცვალება სამი განსხვავებული განცხადებით დაადასტურა. მათი თქმით, ''ყველა მათგანი მოწამეობრივად დაიღუპა სამხრეთ ლიბანში ორშაბათს ნაშუადღევს''.
შეგახსენებთ, ლიბანმა ისრაელის მიმართულებით ცეცხლი 8 ოქტომბერს გახსნა. მათ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საჯაროდ აიღეს და სამიზნე გოლანის მაღლობზე არსებული ისრაელის სამხედრო პოზიციები იყო.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.