„ჩვენ საფუძველს ვუყრით მომავალ აღიარებას" - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ბელარუსთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას. როგორც რუსეთის პირველი არხის ეთერში, არძინბამ თქვა, უახლოეს მომავალში "აფხაზური დელეგაცია" მინსკში ჩავა - "უახლოეს მომავალში იგეგმება ფართო დელეგაციის ვიზიტი მინსკში. მეც მივიღებ მასში მონაწილეობას" თქვა ე.წ. მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბელარუსს აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ოფიციალურად არ აქვს აღიარებული, თუმცა, გასული წლის სექტემბერში ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში იმყოფებოდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.