ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით პასუხობენ

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ჩრდილოეთ ისრაელზე, საარტილერიო ცეცხლით პასუხობენ.

IDF აცხადებს, რომ დამატებით დეტალებს მალე გაავრცელებს.

დასავლეთ გალილეაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი