"გადავდივართ სრულ შეტევაზე... "ჰამასს" სურდა ცვლილება ღაზაში და ნახავს ცვლილებას" | ისრაელის თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორზე სრულ შეტევაზე გადადის. მისივე თქმით, ღაზა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

"მე მოვხსენი ყველა შეზღუდვა, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე... თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ რეალობა. ჩვენ ვნახეთ ამის ფასი და თქვენ ნახავთ ცვლილებას. "ჰამასს" სურდა ცვლილება ღაზაში, ის ნახავს 180 გრადუსიან ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ისინი ელოდებოდნენ. ისინი ინანებენ ამ მომენტს, ღაზა არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო", - განაცხადა გალანტმა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი