ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება გრძელდება | რატომ დატოვა სამსახური თამარ ქუსიკაშვილმა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება გრძელდება. თანამდებობა დატოვა სამართალმოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების უფროსმა, რომელიც ადასტურებს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუმცა მიზეზებს არ განმარტავს.

ცნობილია, რომ თამარ ქუსიკაშვილის სამსახური პირდაპირ იყო დაკავშირებული დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქიციების აღსრულებასთან. ეროვნული ბანკიდან ხელმძღვანელი პირების გადინება დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, დიდი ალბათობით ხელისუფლების ზეწოლით, ოთარ ფარცხალაძე სანქციებს აარიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი