ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელში "ჰამასის" თავდასხმების შედეგად აშშ-ის სულ მცირე 14 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
დღესვე, მან ჰამასის ისრაელზე თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ ეს "აშკარა ბოროტების აქტია".
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.