ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი "ჰამასის" თავდასხმებისგან, თუმცa, მან ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს.
ამასთან, ბორელის თქმით, ყველა პალესტინელი ტერორისტი არ არის.
"მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, პალესტინის ხელისუფლება ჩვენი პარტნიორია", - თქვა ბორელმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.