რამდენიმე საკითხი შეშფოთების საგნად რჩება -NDI-ის რეკომენდაციები არჩვენებამდე 2 თვით ადრე

გამოქვეყნდა:

ადმინისტრაციული რესურსის და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება ან შევიწროება, მედიის თავისუფლება - ამერიკის ეროვნულ დემოკარატიული ინსტიტუტი, საქართველოს ხელისუფლებას, არჩევნებმდე 2 თვით ადრე, საგანგებო რეკომენდაციებით მიმართვას.

NDI- ის საგანგებო განცხადებაში საუბარია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და რეფორმების მიუხედავად, არსებიბს შეშფოთების მიზეზებიც:

მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ წლევანდელი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდებ. თუმცა, ბოლო რეფორმების მიუხედავად, რამდენიმე საკითხი კვლავ რჩება შეშფოთების საგნად. შემდგომი რეფორმების გარეშე, პოლარიზაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება- ამბობს NDI-ს პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი 

NDI- ის რეკომენდაციების მთავარი ნაწილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლის დაშინებასა და სასამართლო ჩარევას ეხება.

საუბარია მედიის დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობაზე  და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი ლეგიტიმური უფლებები მთავრობის ჩარევისა და შევიწროების გარეშე განახორციელონ. ხელისუფლებამ კი თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან და ჩარევებისგან

მათ შორის იგულისხმება მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა.

"მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ლეგიტიმური უფლებები მთავრობის ჩარევისა და შევიწროების გარეშე განახორციელონ. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან ან ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირეულ ჩარევად იქნეს აღქმული" - ამბობს მიტჩელი

NDI- ის განცხადებას საქართველოში უკვე მოჰყვა პოლიტიკოსების შეფასებები. ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილი დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პირობებში ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას და სწორედ, ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლბამ სხვა ხერხებს მიმართოს, მათ შორის დაშნებას, ზეწოლას და სხვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი