დანია ისრაელიდან და პალესტინის ტერიტორიებიდან მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს

გამოქვეყნდა:

დანიის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ შესთავაზებს თავის მოქალაქეებს ევაკუაციას ისრაელიდან და პალესტინის ტერიტორიებიდან.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად დაახლოებით 1 200 დანიელი იმყოფება ისრაელში და კიდევ 90 პალესტინის ტერიტორიებზე.

უწყება ამბობს, რომ რეგიონში თვითმფრინავები გაიგზავნება და ევაკუაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. 

ცნობისთვის, ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს პოლონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა. გარდა ამისა, კანადამ განაცხადა, რომ გეგმავს საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას საჰაერო გზით. Global Affairs Canada-მ განაცხადა, რომ 3 200-ზე მეტი კანადელი ისრაელში და თითქმის 500 ღაზისა და დასავლეთ სანაპიროზე რეგისტრირებულია დეპარტამენტში.

საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეების ევაკუაციას არ გეგმავს, 11 და 12 ოქტომბერს ისრაელიდან დამატებითი რეისები დაინიშნა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი

</