კანადა ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს

გამოქვეყნდა:

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს თავისი მოქალაქეების თელ-ავივიდან გაყვანას კანადის შეიარაღებული ძალების დახმარებით. 

"ეს ფრენები ხელმისაწვდომი იქნება კანადის მოქალაქეებისთვის, მათი მეუღლეებისთვისა და მათი შვილებისთვის, ასევე კანადის მუდმივი რეზიდენტებისთვის, მათი მეუღლეებისთვის და მათი შვილებისთვის", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

მინისტრი ამბობს, რომ მუშაობენ დამატებით ვარიანტებზე მათთვის, ვინც ვერ შეძლებს თელ-ავივის აეროპორტში მისვლას, თუმცა სურს ისრაელი დატოვოს.

Global Affairs Canada-მ განაცხადა, რომ 3 200-ზე მეტი კანადელი ისრაელში და თითქმის 500 ღაზისა და დასავლეთ სანაპიროზე რეგისტრირებულია დეპარტამენტში.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას ორი კანადელი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი