ავღანეთში მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა | დაშავდა სულ მცირე 80 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ავღანეთში კიდევ ერთი ძლიერი, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეს ხდება რამდენიმე დღის შემდეგ, რაც დამანგრეველ მიწისძვრას 2 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო მიწისძვრა ჰერატის პროვინციაში მოხდა, ადგილობრივი დროით ოთხშაბათს დილით.

Associated Press-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაშავდა. მეწყერმა კი ჰერატ-თორღუნის მთავარი გზატკეცილი გადაკეტა. 

ჰერატის გუბერნატორის ცნობით, "უზარმაზარი დანაკარგებია" იმ რაიონებში, რომლებიც ადრინდელი მიწისძვრების შედეგად იყო დაზარალებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი