ლიბანიდან გასროლილი რაკეტების საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

გამოქვეყნდა:

ლიბანიდან გასროლილი რაკეტების საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.​ იქამდე კი ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რომლის სამიზნეც საზღვარზე არსებული ისრაელის შეიარაღებული ძალების პოსტი იყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰესბოლამ“ აიღო.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი