ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში ისლამური უნივერსიტეტის შენობაზე თავდასხმა დაადასტურა

გამოქვეყნდა:

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში ისლამური უნივერსიტეტის შენობაზე თავდასხმა დაადასტურა. ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით,  უნივერსიტეტი ერთ-ერთი სამიზნე იყო, რადგან ის "ჰამასის" ინჟინრების მთავარ სასწავლო ცენტრს ემსახურება და არის "პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლების მნიშვნელოვანი ცენტრი".

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჰამასი იყენებდა შენობას იარაღის დასამზადებლად.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი