ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენჟამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელის მხარდამჭერი გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. ნეთანიაჰუ ბაიდენს დღეს ტელეფონით ესაუბრა. აშშ-ისა და ისრაელის ლიდერების ეს უკვე მეოთხე სატელეფონო საუბარი იყო "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ.
ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ისრაელის პრემიერმინისტრს გუშინაც ესაუბრნენ და ისრაელისთვის აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.