ბაიდენი ნეთანიაჰუს ესაუბრა, სადაც ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს | თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრნენ და მასთან "ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს".

ცნობისთვის, ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ეს ბაიდენის მესამე ზარია ნეთანიაჰუსთან.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი