დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის, ისრაელში ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის დროს, თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ინფორმაციას Reuters ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყება წერს, რომ საჰაერო თავდასხმის სიგნალი მოსახლეობას "ჰამასის" მიერ რაკეტის გასროლის საფრთხის შესახებ აფრთხილებდა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში დღეს, 11 ოქტომბერს ჩავიდა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.