ამ წუთებში, შეტაკებებია თელ-ავივის მახლობლად მდებარე "შებას" სამედიცინო ცენტრში, სადაც ისრაელის ულტრანაციონალისტური ჯგუფი ფიქრობს, რომ "ჰამასის" ტერორისტს მკურნალობენ. ჯგუფის წევრები ითხოვენ, არ უმკურნალონ ისრაელზე თავდამსხმელებს ისრაელისვე კლინიკებში. ისინი საავადმყოფოში შეჭრასაც ცდილობდნენ.
მედიის ინფორმააციით, რამდენიმე პირი დააკავეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ულტრანაციონალისტური ჯგუფის წევრების ადგილზე მისვლის დროს ტერორისტი უკვე სხვა ადგილას იყო გადაყვანილი.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.